ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-19 18:13:12

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 9 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 51 პირი შემოწმდა.

1 შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.