კოვიდ19-ით გარდაცვალების შემთხვევები რუსთავში

2021-09-18 21:34:51

რუსთავში, კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

კოვიდ19-ის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცები 66, 81 და 91 წლის არიან.

66 წლის კაცი მკურნალობას "კლინიკა რუსთავში" გადიოდა, დანარჩენი ორი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

მათგან ვაქცინირებული არცერთი არ იყო.