ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს "ტოიოტა"-ს მარკისა და "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე ავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცონო დახმარების ეკიპაჟიც.
ექიმებმა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.