პარტიამ "საქართველოსთვის" რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი წარადგინა.
როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ღონისძებაზე აღნიშნა, მის გუნდს აქვს რუსთავის ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმა.
"მოგეხსენებათ რუსთავი არის საქართველოს ინდუსტრიული ეკონომიკის ცენტრი და ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცენტრი გაძლიერდეს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავითვიცნობიეროთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ამიტომ ერთად, რუსთაველებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ კონკრეტულ გეგმებზე, რომ რუსთავის ეკონომიკა იყოს წარმატებული. ჩვენს გუნდს აქვს უკვე შემუშავებული კონკრეტული გეგმა, მათ შორის რუსთავის ინდუსტრიულ-სამრეწველო ზონაში - თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განთავსება მაგალითად, რომელიც მისცემს დამატებით დინამიზმს, არა მხოლოდ რუსთავის, არამედ ქართული ეკონომიკის განვითარების. რუსთავის შემოსასვლელში მაგალითად „რუსთავი თაუერის“ პროექტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს და გახდება მიზიდულობის ცენტრი, საქმიანი აქტივობისთვის, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოშიც და ცენტრალურ ქვეყანაში. ამასთან, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული განვითარება განსაკუთრებით ინდუსტრიული ქალაქის ურბანული განვითარება, დაბალანსებული, გარემოსთან, მწვანე ეკონომიკასთან კავშირში. ამიტომ, რუსთავის ურბანული განვითარების ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო კვანძის განვითარება თბილისსა და რუსთავს შორის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომელიც უკავშირებს თბილისის მეტროს ლილოს გავლით რუსთავს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ პროექტს აქვს უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა. უნდა წარმოვიდგინოთ რამხელა ეკონომიკური აქტივობა გამოვა თბილისიდან რუსთავის მიმართულებით იმ დიდ ტერიტორიებზე, რომელიც ამ ორ ქალაქს შორის არის. რა თქმა უნდა, კრწანისის ტყე-პარკი. კრწანისის ტყე-პარკი მტკვრის ჭალებში, რომელიც არა მხოლოდ რუსთავის ან თბილისის საკუთრებაა, არამედ ეს არის ქვეყნის ასე ვთქვათ მწვანე, უაღრესად მნიშვნელოვანი ზონა, რომელიც ასევე უნდა განვითარდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ღონისძიებაზე დასახელდა პარტია "საქართველოსთვის" რუსთვის საკრებულოს წევრობის კანდიდატები. პარტიის პროპორციული სია ასე გამოიყურება:
1. ნოდარ შეროზია;
2. ნათია შელეგია;
3. ზაზა ჯაიანი;
4. ზვიად დოლიძე;
5. ლია რამიშვილი;
6. გიორგი ჭანტურია;
7. ბექა მარგველაშვილი;
8. ბელა ბერაძ;
9. არსენა დემეტრაშვილი;
10. ხატია ურიგაშვილი;
11. ზაზა ხაჩიძე;
12. ანა ბეჟანიშვილი;
13. ალექსანდრე ჯამასპიშვილ;
14. იაკობ ბერია;
15. ნინო დემეტრაშვილი;
16. ერეკლე დოლიძე;
17. დავით ღონღაძე;
18. ნინო გოგიშვილი;
19. გიორგი ხაბაშვილი;
20. ლაშა ბერაძე.