რუსთავში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

2021-09-17 19:05:52

რუსთავში, 9 მაისის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

ქურდობის ფაქტი გვიან ღამით მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიაში შეღწევა კარის საკეტის დაზიანებით შეძლეს.

მაღაზიიდან წაღებულია თამბაქო, ხელუხლებელია სხვა პროდუქცია და ფული.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები