რუსთავში, ტყე-ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა და რამდენიმე ხეზეც გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ცეცხლის არაერთი კერა იყო, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს.