ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ხიდზე არსებულ გარე განათების ბოძს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა.
დაშავებული გოგო და ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.