რუსთავში, გასული 2 დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა.
65 და 58 წლის ქალების სიცოცხლე ემსხვერპლა ვირუსს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.
ამ პერიოდის განმავლობაში, 84 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდ19-ით "კლინიკა რუსთავში".
სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. მათგან ვაქცინირებული არცერთი პაციენტი არ იყო.