ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-14 20:56:48

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 35 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 152 პირი შემოწმდა.

კლინიკაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევით დადასტურდა.

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 116 პირი გაიტესტა.