კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-09-13 19:27:39

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 36 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 145 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 177 პირი გაიტესტა.

1 შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.