თურქეთში მიკროავტობუსი და სკოლის ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ

2021-09-13 13:27:26

თურქეთში, მუღლის პროვინციაში ტურისტების ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 49 ადამიანი. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტების ავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულებს შორის 41 უკრაინელი ტურისტი, 7 მოსწავლე და სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.

ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.