რუსთავში ავტომობილი ველოსიპედისტს შეეჯახა [video]

2021-09-13 11:30:09

რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნისანის მარკის ავტომობილი ველოსიპედით მიმავალ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. [ვიდეო/video]

45 წლამდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.