"პატრიოტთა ალიანსმა" რუსთავის მერობის კანდიდატი წარადგინა [photo]

2021-09-12 22:31:11

"პატრიოტთა ალიანსმა" ამომრჩევლებს რუსთავის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

პარტიიდან რუსთავის მერობისთვის თორნიკე არევაძე იბრძოლებს.

"ჩვენი ქალაქის სათავეში უნდა მოვიდეს კეთილსინდისიერი და მონდომებული ხელისუფლება, რომელსაც ეყვარება თავისი ქალაქი და ეყვარება თავისი მოსახლეობა. უპირველესი პრობლემა რაც არის ჩვენს ქალაქში, ესაა ეკოლოგიის პრობლემა. წლებია დაუსრულებლად გვესმის მხოლოდ მის მოგვარებაზე საუბარი და ვერ ვხედავთ მისი მოგავრების გზებს. დღეისთვის კი მართალია, რაღაც კანონმდებლობა არის მიღებული, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მეწარმეებიც უფრო კეთილსინდისიერად მოიქცნენ და არ მოხდეს ჩვენი მოწამვლა. სოციალური პრობლემა, ვიცით, რომ უკიდურესი გაჭირვებაა დღეს ქალაქში. ჩვენს პარტიას აქვს ასეთი პროგრამა, სოციალური სასადილოები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ, სადაც უფრო მეტად ხარისხიანი კვება იქნება და არა ისეთი, დღეს რომ მხოლოდ ნაცნობობით ხდება სასადილოების ტენდერებში გამარჯვება. დაინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ივლის სრულიად უფასოდ.

გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს პატრიოტთა ალიანსს. ვფიქრობთ, რომ მეორე ტური არ უნდა იყოს და პირველივე ტურში უნდა შევძლოთ გამარჯვება. ჩვენი დათვლებით 30%-მდე უნდა მივიდეს ჩვენი პარტია. ვფიქრობთ, რომ მეორე ტური შეიძლება იყოს რუსთავში ჩვენსა და სახელისუფლებო კანდიდატს შორის", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" არევაძემ.

"პატრიოტთა ალიანსის" რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

#1 სამაჟორიტარო ოლქი - არჩილ არევაძე;
#2 სამაჟორიტარო ოლქი - დავით აბაშიძე;
#3 სამაჟორიტარო ოლქი - მამუკა მაისურაძე;
#4 სამაჟორიტარო ოლქი - ზაზა სამხარაძე;
#5 სამაჟორიტარო ოლქი - ნინო ელისაშვილი;
#6 სამაჟორიტარო ოლქი - გივი წაბუტაშვილი;
#7 სამაჟორიტარო ოლქი - თამარ ჭოხონელიძე.