"გირჩმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლებისთვის გასათამაშებელი "პორშე" შეიძინა.
აღნიშნული ავტომობილი პარტიამ დღეს რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
როგორც "ინფო რუსთავს" იაგო ხვიჩიამ განუცხადა, გასათამაშებელი მანქანის ღირებულება 100 000 დოლარია.
"ეს მანქანა თამაშდება იმ ხალხზე, ვინც გასულ წელს გამოგვიცხადა ნდობა, ენდო ჩვენს პროექტს, მოვიდა არჩევნებზე, სელფი გადაიღო და ჩვენს პორტალზე დარეგისტრირდა. ამ არჩევენბისთვისაც ზუსტად იგივე პროექტს ვაგრძელებთ და ადამიანებს მოვუწოდებთ, რომ დარეგისტრირდნენ, მივიდნენ არჩევნებზე, ვინც უნდათ ის შემოხაზონ, საარჩევნო უბანთან გადაიღონ სელფი, რომ მე ვიყავი არჩევნებზე და ასეთ ბევრ მანქანას გავათამაშებთ შემდეგ არჩევნებზე. შემთხვევითობის წესით შეირჩევა გამარჯვებული, მოვიფიქრებთ ფორმას, სადაც ეჭვი არ გაჩნდება, რომ შემთხვევითობით იქნება შერჩეული. ეს მანქანა რამდენიმე დღეში გათამაშდება, შემდეგ არჩევნებამდე კი ვფიქრობთ, რომ გავათამაშოთ ტესლას მოდელის ავტომობილი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.