რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე არსებულ მინდორში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი მწყემსმა იპოვა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა.
პირველადი დათვალიერებით, მამაკაცს ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.