რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ბავშვი მკურნალობს.
მათ შორის ყველაზე პატარა 1 წლის და 3 თვის, ხოლო ყველაზე დიდი 14 წლისაა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
აბულაშვილის ინფორმაციითვე, რუსთავში, დადებითობის მაჩვენებელი ბავშვებში საგრძნობლად შემცირებულია.