ქართველმა ქალმა შეიხს 2 600 000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოპარა [video]

2021-09-11 11:24:29

ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა. [ვიდეო/video]

პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ცნობით, ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ძარცვა 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა.

სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.