ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2021-09-11 00:30:16

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 55 წლის ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს რომ პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.