ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-10 21:11:04

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 30 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 116 პირი შემოწმდა.

4 შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 133 პირი გაიტესტა.

ვირუსის 2 ახალი შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებაში "პისიარ" კვლევით გამოვლინდა.