რუსთავში კორონავირუსით 2-ჯერ აცრილი პირი გარდაიცვალა

2021-09-10 00:07:14

რუსთავში კორონავირუსით 2-ჯერ აცრილი პირი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 72 წლის ბეჟან გოგატიშვილია, ის მკურნალობის კურსს "კლინიკა რუსთავში" გადიოდა.

ფაქტი "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გარკვეული პერიოდის წინ, ჩაუტარდა აორტო-კორონალური შუნტირება, რამაც ვირუსის მართვა განსაკუთრებულად გაართულა.

ბეჟან გოგატიშვილი ორჯერადად "სინოფარმით" იყო აცრილი. მან ვაქცინის მე-2 დოზა, დაახლოებით, 2 თვის წინ გაიკეთა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები