კოვიდის კიდევ 4 მსხვერპლი რუსთავში

2020-09-09 19:24:48

რუსთავში, გასული 2 დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გარდაიცვალა.

65 და 72 წლის მამაკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა ვირუსს კლინიკა "რუსთავში".

ამ პერიოდის განმავლობაში, 82 წლის ქალი და 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, რამაც ვირუსის მიმდინარეობა გაართულა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები