რუსთავის პოლიციამ მამაკაცი დააკავა.
მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ "ორი ნაბიჯი"-ს მაღაზია გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მაღაზიაში 45 წლამდე მამაკაცი შეიჭრა, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელი გამოიტანა და მიმალვას ცდილობდა რა დროსაც პოლიცია ადგილზე დროულად მივიდა და შემთხვევის ადგილზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით დაკავებული დანაშაულს აღიარებს.