რუსთავს მერობის 6 კანდიდატი ეყოლება [ნახეთ სია]

2021-09-08 19:15:27

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 18 პოლიტიკური სუბიექტი და 6 მერობის კანდიდატი დაარეგისტრირა.

დახარვეზებული დოკუმენტაციის გამოსწორებისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვისა და საბოლოო პროცედურების გავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მერობისთვის იბრძოლებენ:

დავით კირკიტაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
ვაჟა ბახტურიძე - "ევროპელი დემოკრატები";
თორნიკე არევაძე - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";
ბექა ლილუაშვილი - "გახარია - საქართველოსთვის";
ელგუჯა ქოჩიაშვილი - "თეთრები";
ნინო ლაცაბიძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რუსთავში რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა:

#1 მესამე ძალა;
#2 ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის;
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
#6 ევროპელი დემოკრატები;
#7 ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები;
#8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
#9 ლელო;
#10 შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
#25 გახარია - საქართველოსთვის;
#27 თეთრები;
#36 გირჩი;
#37 თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა);
#39 თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;
#41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
#44 სახალხო პარტია;
#45 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება;
#48 ანა დოლიძე - ხალხისთვის;
#49 რეფორმატორები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები