ავარიის შედეგად "ინტერტრანსის" 4 მგზავრი დაშავდა [video]

2021-09-08 18:45:45

რუსთავის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 4-ვე მათგანი "ინტრტრანსის" მიკროავტობუსით მგზავრობდა. [ვიდეო/video]

დაშავებულებს შორის არიან, დედა და მისი 13 წლის შვილი, ასევე 2 ახალგაზრდა ქალი, ისინი სასწრაფო-სამედცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის დღის ექიმმა, თეონა ყვავაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ჩვენს კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილი იქნა 4 პაციენტი, 3 მოზრდილთა, 1 კი ბავშვთა ემერჯენსში. 4-ვე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ ინსტრუმენტალური კვლევები, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და ამ ეტაპისთვის რჩებიან კლინიკაში. არის ზედაპირული ტრავმები", - განაცხადა თეონა ყვავაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის გასასვლელში ერთმანეთს "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ინტერტრანსის" მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.

როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ავარიის გამომწვევი მიზეზი მისი მხრიდან, საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა გახდა.

ინფორმაციისთვის, მიკროავტობუსი რუსთავიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები