“ინტერტრანსის” მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

2021-09-08 13:20:18

რუსთავის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს “ინტერტრანსის” მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.

ავარიის შედეგად არიან დაშავებულები.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს აზუსტებს.