რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-09-07 18:52:32

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 26 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 114 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 177 პირი გაიტესტა.

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა კლინიკაში "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.