ქალთა ფეხბურთი რუსთავში

2021-09-07 16:10:02

ქალთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რუსთავში, კლუბ "გორდა"-ს ბაზაზე გოგონათა საფეხბურთო გუნდი იქმნება.

"ვაცხადებთ 10 წლიდან 20 წლამდე გოგონების შერჩევას. შერჩევა ჩატარდება 10 სექტემბერს, 17:00 საათზე, რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე. ველოდებით ყველას ვისაც ფეხბურთი აინტერესებს"- განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა დავით სანიკიძემ ინფო რუსთავთან.

გოგონათა გუნდის მწვრთნელები იქნებიან: ვეტერანი ფეხბურთელი დავით სანიკიძე, გიორგი მიშველიძე, ზაზა გურიელიძე.