8 სექტემბერს წყლის მიწოდება იზღუდება

2021-09-07 14:25:35

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

რუსთავში,  XX მიკრორაიონში, #13-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო, 8 სექტემბერს, 11 :00-დან 13:00- საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:  XX მიკრორაიონის  N 13, 14, 15, 16, 17, 18, 19 და 20 საცხოვრებელ კორპუსებს.