ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-06 18:51:36

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 4 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 25 პირი შემოწმდა. მისივე ინფორმაციით, პროგრამული ხარვეზის გამო, კლინიკაში დიდი რაოდენობით პაციენტების გატესტვა ვერ მოხდა.

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 186 პირი გაიტესტა