რუსთავში, გასული 3 დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გარდაიცვალა.
65 წლის კაცისა და 53 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა ვირუსს კლინიკა "რუსთავში".
ამ პერიოდის განმავლობაში, 3 ქალი გარდაიცვალა კოვიდ19-ით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. მათი ასაკი 42-დან 64 წლამდე მერყეობს.
კორონავირუსს 3 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებული პაციენტების ასაკი 60 წელს ზემოთ იყო.
სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.