რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2021-09-06 14:47:44

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

რუსთავში, მესხიშვილის მე-2 გასასვლელის 8 ნომერთან ქსელზე დაზიანების გამო, წყლის მიწოდება 20:15-საათამდე შეიზღუდება მესხიშვილის ქ N6 და მე-2 გასასვლელის 4, 6, 8 ნომერ ბინებს.