"სინოფარმზე" რეგისტრაცია ისევ შესაძლებელია

2021-09-06 12:29:45

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად ამ ვაქცინის მარაგი რამდენიმე დღის წინ ამოიწურა, რის გამოც პირველ დოზაზე რეგისტრაცია არ ხდებოდა.

"მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ, როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც", - აცხადებენ NCDC-ში.