ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-05 20:52:11

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 20 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 71 პირი შემოწმდა.

4 პირს ვირუსი პისიარ ტესტირებით დაუდასტურდა.

16 პირის ბიოლოგიური ნიმუში კი საკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნა.