კორონავირუსის შემთხვევები რუსთაველ ბავშვებში

2021-09-05 13:31:03

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ბავშვია მოთავსებული.

ინფიცირებულთა შორის ჩვილი არც ერთი არ არის.

აბულაშვილის განცხადებით,  კლინიკაში მოთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები