ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება გრიპის ან სხვა დაავადებების ვაქცინის გაკეთებისთვის ბარიერს არ წარმოადგენს.
მისი თქმით, მთავარია, რომ კოვიდვაქცინაციასა და გრიპის ვაქცინით აცრას შორის 2-კვირიანი ინტერვალი გაკეთდეს.
„მთავარია, რომ COVID 19-ის და გრიპის ვაქცინა ერთმანეთს დაშორდეს ორი კვირის განმავლობაში. თუ ჩვენ გვაქვს გაკეთებული კორონავირუსის ვაქცინა და რაღაც მიზეზების გამო, საჭირო გახდა ცხოველთან კონტაქტის ან ტრავმის გამო გავაკეთოთ ტეტანუსის ან ცოფის აცრა, არ აქვს მნიშვნელობა, როდის გავიკეთეთ კოვიდის ვაქცინა“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.