სად იქნება განთავსებული ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დღეს

2021-09-03 11:09:00

რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი ცენტრები დღესაც იმავე ლოკაციებზე იქნება განთავსებული, სადაც გუშინ.

ავტობუსებში აცრას მსურველები შეძლებთ:

ჭყონდიდელის დასახლებაში, სუპერმარკეტ "მადაგონის" მიმდებარე ტერიტორიაზე;

მე-19 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ "მადაგონის" მიმდებარე ტერიტორიაზე;

მე-12 მიკრორაიონში, 23-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, მოძრავი ვაქცინაციის პუნქტების პროექტი რუსთავში გუშინ, 2 აგვისტოს ამოქმედდა.

პირველ დღეს ავტობუსებში ვაქცინა 51-მა პირმა გაიკეთა, აქედან 48 "ფაიზერით", 3 კი "სინოვაკით" აიცრა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები