ანა დოლიძის პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატები რუსთავში

2021-09-02 19:17:36

პოლიტიკურმა პარტიამ "ანა დოლიძე - ხალხისთვის" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პროპორციული სიის დასარეგისტრირებლად განცხადება შეიტანა. 

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი #6 საარჩევნო ოლქში და ასევე, პროპორციული სიის 1-ელი ნომერი სალომე წერეთელი იქნება, #3 ოლქში კი, ირაკლი ბუცინაშვილი.

როგორც სალომე წერეთელმა "ინფო რუსთავს" განიცხადა, რუსთაველებს შანსი ეძლევათ მხარი დაუჭირონ ანა დოლიძეს.

"ეს არჩევნები იქნება შესაძლებლობა რუსთაველებისთვის მხარი დაუჭირონ ანა დოლიძეს და მხარი დაუჭირონ რუსთავის განვითარებას. მე და ირაკლი ვართ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები და დღეს ყველაზე მეტად რუსთავს ახალგაზრდული ხელი აკლია. ახალგაზრდებისთვის არ იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ყოველდღიურად გვიწევს ქალაქის დატოვება სასწავლებლად თუ სამუშაოდ. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც გავწევრიანდით ამ პარტიაში უკვე 1 წელზე მეტია", - აცხადებს სალომე წერეთელი.

პარტიას რუსთავში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები