კოვიდ19-ით გარდაცვალების შემთხვევები რუსთავში

2020-09-01 18:50:07

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს რუსთავში კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

79 წლის ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს "კლინიკა რუსთავში" გადიოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს რიგი თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც ვირუსის მიმდინარეობა გაართულა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გასულ 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.