რაც უფრო რთულად გადაიტანა ადამიანმა ვაქცინაცია, მას რომ კოვიდი დამართნოდა, უმძიმესად გადაიტანდა ამ საშინელ დაავადებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.
„ვინც ვაქცინა გაიკეთა და ხელი ასტკივდა, სიცხე მისცა, გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა, ჩათვალეთ, ამ ადამიანებს კოვიდი რომ დამართნოდა, უმძიმესი ფორმით გადაიტანდნენ. ეს ერთ-ერთი პატარა მინიშნებაა.
მაგალითად მე, ხელი ერთი დღე მტკიოდა, ცოტა მოთენთილი ვიყავი. მე რომ კოვიდი დამმართნოდა, უსიმპტომოდ, გრიპით არ გადავიტანდი. ცოტა მძიმედ გადავიტანდი, რადგან ვიგრძენი“, – განაცხადა ფხაკაძემ.