კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულები უფასოდ ისარგებლებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით:
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება;
იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.