ნინო ლაცაბიძემ საარჩევნო პროგრამის მე-2 ნაწილი წარადგინა [photo]

2021-08-31 23:25:25

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ საარჩევნო პროგრამის მე-2 ნაწილის პრეზენტაცია გამართა.

ამჯერად პრეზენტაციის ფარგლებში ლაცაბიძემ რუსთავში ჯანდაცვის, სოციალური, განათლებისა და კულტურის სფეროების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს რუსთაველებს ჰპირდება:

ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გაგრძელდება ხელფასების ზრდის პოლიტიკა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ამოქმედდება საზაფხულო ბაღები.

აღსაზრდელების სწორი ფიზიკური განვითარების მიზნით სასწავლო პროგრამას დაემატება ტანვარჯიშის გაკვეთილები, რისთვისაც მოხდება პედაგოგების გადამზადება.

სასწავლო პროცესის დახვეწასა და განვითარებაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები.  2022 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგები გადამზადდებიან თანამედროვე ტრენინგ-მოდულის მიხედვით. მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ბაღში დამატებითი მეთოდისტის შტატის დაშვებას უზრუნველყოფს.

ამოქმედდება სისტემა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ე.წ. ბავშვის განვითარების ისტორიის შექმნას გულისხმობს.

საშუალო რგოლის განათლების რგოლი - სკოლა

დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროსთან ერთად გაგრძელდება სკოლებში სარემონტო სამუშაოები, როგორც შიდა, ისევე გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლების გარე სივრცეების გამწვანებასა და სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას.

საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ყველა ბაღთან და სკოლასთან მოეწყობა უსაფრთხო და ადაპტირებული გადასასვლელები,სიჩქარის შემაფერხებლები, საგზაო ნიშნები, ღობეების და ა.შ.

პროფესიული განათლება

მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით ქალაქში არსებული საწარმოებისა და ბიზნესისთვის საჭირო პროფესიების ნუსხა, რომლის მიხედვითაც შემუშავდება აქტიური და მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი მოსამზადებელი კურსების მოდული.

უმაღლესი განათლება

დაიწყება სტუდენტების სწავლის დაფინანსება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. გაგრძელდება ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების დაფინანსება. ახალი პროგრამით მოხდება სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18 წელს მიუღწეველი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებაც. მოხდება ბიბლიოთეკების განვითარება და დაინერგება მედიათეკის ტიპის თანამედროვე მოდული.

კულტურა

გაუმჯობესდება სახელოვნებო სასწავლებლების ინფრასტრუქტურა და დაინერგება თანამედროვე სერვისები.
მუსიკალურო სკოლის ბაზაზე შეიქმნება "თუთარჩელას სამუსიკო სახლ" თანამედროვე და ნებისმიერ ასაკზე გათვლილი სახელოვნებო და სამუსიკო სერვისებით.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, დაინერგება ინოვაციური სერვისები და აღნიშნული სივრცე გახდება არაფორმალური განათლების ჰაბი.

კულტურული ტრადიციების აღდგენის მიზნით ქალაქის მერიის მხრიდან მოხდება ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალების ხელშეწყობა.

აღდგება სახელოვნებო, თეატრალური, ფოლკლორული და კლასიკური მუსიკის ფესტივალები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ისტორიულ მუზეუმს. ასევე განახლდება გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი.

სოციალური მიმართულება

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთან რეაბილიტაციის პროგრამას დაემატება რეაბილიტაციის ცენტრი

შშმ პირებზე მორგებული იქნება, როგორც მუნიციპალური სერვისები, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურა.

გაგრძელდება უფასო სასადილოებით სარგებლობა და გამკაცრდება საკვების ხარისხის მონიტორინგი.

განსაკუთრებული ყურადღება დათმობა ბავშვთა უფლებების კუთხით ბავშვთა საუკეთესო ინტერესებზე დამყარებული თანამედროვე პროგრამების შექმნას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები