რუსთავში 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

2021-08-30 17:50:05

რუსთავში 32 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცათ.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართები 300-მდე ოჯახს დაუკანონდა.

300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად დაუკანონდება ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ - ეს არის დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, ასევე ის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფართში ცხოვრობდა და ვერ იკანონებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება და მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი.

ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და მათი შუამდგომლობის საფუძველზე გადავცემთ და ვუკანონებთ მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც დე ფაქტო იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ, კანონიერი საკუთრების უფლება არ ჰქონდათ. ეს კეთდება რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში, ეს პროცესი გაგრძელდება“,- განაცხადა თურნავამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები