კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2021-08-30 17:19:56

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში ოთხი დღის წინ შეიყვანეს. მაია ჩხაიძის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის რაენიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მცირეწლოვანი კლინიკაში ნახევარი საათის წინ გარდაიცვალა.

"ჰქონდა ბავშვთა ცერემბრალური დამბლა, განვითარდა ეპილეფსიური სინდრომი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე", - აცხადებენ კლინიკაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები