რუსთავში მოძრავი ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა

2021-08-30 14:25:32

რუსთავში მოძრავი ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის რუსთავში ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა მოძრავი ვაქცინაციის ცენტრის პროექტს. მაღალი იყო აქტივობა. 28 აგვისტო მარიამობის დღესასწაული იყო და მიუხედავად ამისა მაინც მაღალი აქტივობით დახვდნენ მოქალაქეები იმუნიზაციის შესაძლებლობას.

გაიზრდება კიდევ იმ პუნქტების რაოდენობა, რომლებიც ავტობუსით მოემსახურება მოსახლეობას.

რუსთავზე ვმუშაობთ, ზუგდიდმა გამოხატა ინტერესი",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები