რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნა აკრძალულია.
მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მსხვილფეხა პირუტყვისთვის, გადარეკვის მიზნებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქუჩებზეა შესაძლებელი.
რუსთავის საკრებულომ ამისთვის შესაბამისი საათებიც დაადგინა – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 06:00 საათდან 08:00 საათამდე და 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე და 17:00 საათადან 19:00 საათამდე.
ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი:
1 სანაპიროს ქუჩა
2 ა. პუშკინის ქუჩა
3 თ. ერისთავის ქუჩა
4 დ. ჭონქაძის ქუჩა
5 გ.ორბელიანის ქუჩა
6 გ. ტაბიძის ქუჩა
7 ა. წულუკიძის
8 ა. წულუკიძის ქუჩის პირველი შესახვევი
9 ი. ტურგენევის ქუჩა
10 ი. ტურგენევის ქუჩის შესახვევი
11 კ. ლესელიძის ქუჩა
12 კ. ლესელიძის ქუჩის პირველი გასასვლელი
13 კ. ლესელიძის ქუჩის მეორე გასასვლელი
14 გ. ქუჩიშვილის ქუჩა
15 გ. ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევი
16 არაგვისპირელის ქუჩა
17 ც. დადიანის ქუჩა
18 ბესიკის ქუჩა
19 თავგორაშვილის ქუჩა
20 ნ. ლომოურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე გასასვლელები
21 პ. მელიქიშვილის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გასასვლელები
22 ჰ. გონაშვილის ქუჩა
23 გ. დოლიძის ქუჩა
24 გ. დოლიძის პირველი, მეორე გასასვლელი
25 ა. ყაზბეგის ქუჩა
26 იალღუჯის ქუჩა
27 ვახუშტის ქუჩა
28 გორის ქუჩა
29 შ. ნიშნიანიძის ქუჩა
30 ნ. ბარათაშვილის ქუჩა
31 კონსტიტუციის ქუჩა
32 წმ. ნინოს ქუჩა
33 ა. წერეთლის ქუჩა
34 ბოსტან-ქალაქის ქუჩა 35 მშენებელთა ქუჩა
36 კომუნალების ქუჩა
37 გ. ჯავახიშვილის ქუჩა
38 ნ.ნეკრასოვის ქუჩა
39 ლ. ტოლსტოის ქუჩა
40 მცხეთის ქუჩა
41 კახეთის ქუჩა
42 გ. რჩეულიშვილის ქუჩა
43 სამგორის ქუჩა
წესის დარღვევის შემთხვევაში, პირუტყვის მესაკუთრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 20 ან 50 ლარის ოდენობით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას. თუ პირუტყვს პატრონი 30 დღის განმავლობაში არ გამოუჩნდება და ჯარიმას არ გადაიხდის, პირუტყვის რეალიზაცია აუქციონის წესით მოხდება.
ცნობისთვის, რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი 2019 წელს დაამტკიცა.