ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქციანციისკენ.
მისი თქმით, დელტა შტამი სამწუხაროდ ბოლი შტამი არ იქნება კორონავირუსის, ამიტომ ვაქცინით თავდაცვა აუცილებელია.
„გადატანილი კოვიდით მიღებული იმუნიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვაა დელტა შტამის საწინააღმდეგოდ. რეინფიცირების ალბათობა ისევ ძალაში რჩება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დაბალია.
ცხადია, ეს არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს, რადგან დელტა, სამწუხაროდ, ვერ იქნება ბოლო მუტაცია კორონავისრუსისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს ლამბდაც და სავარაუდოდ ისეთი ახალი ვარიანტიც, რომლის სახელი ჯერ არ ვიცით.
სწორედ ამიტომ ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა სავალდებულო რჩება ყველასთვის. ეს სასიამოვნო სიახლე კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიას ოდესმე აუცილებლად ექნება ბოლო. დასასრული დადგება თუ არა ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თუ გონიერებას გამოვიჩენთ, პრევენციის ყველა ზომას დავიცავთ და დროულად ავიცრებით, ვირუსს გავრცელების არეალს მაქსიმალურად შევუზღუდავთ და მუტაციების გადარჩნის ალბათობას მინიმუმამდე დავიყვანთ.
ატარეთ ნიღაბი, დაცავით დისტანცია და ჰიგიენა და აიცერით, სასწრაფოდ აიცერით! ნუ გახდებით სიკვდილის მასპინძელი.
კიდევ ერთი ორსული დავკარგეთ 19 წლის ორსული, აუცრელი, შეეწირა კოვიდს და ბოროტი ანტივაქსერების ბოდვებს. უდიდესი ალბათობით ეს გამოსავალი არ დადგებოდა აცრილი რომ ყოფილიყო.“- წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.