სუიციდის მცდელობა რუსთავში

2021-08-27 16:21:52

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, 50 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით ვენები გადაიჭრა.

დაშავებული მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ზედა კიდურის ჭრილობით. მას ჩაუტარდა ანგიოლოგიური ოპერაცია და რჩება კლინიკაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - აცხადებენ კლინიკაში.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები