ეყოლება თუ არა გიორგი ვაშაძის პარტიას რუსთავში მერობის კანდიდატი

2021-08-28 12:15:05

გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ პარტიას "სტრატეგია აღმაშენებლს" რუსთავში მერობის კანდიდატი არ ეყოლება და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს დაუჭერენ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სტრატეგია აღმაშენებლის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პაპუნა პაპავამ განუცხადა.

"მერობის კანდიდატს ჩვენ არ ვაყენებთ და მხარს დავუჭერთ საერთო ოპოზიციურ კანდიდატს. ჩვენ არ შევდივართ მათ შეთანხმებაში, თუმცა მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატს",- განუცხადა "ინფო რუსთავს"  პაპუნა პაპავამ.

მისივე თქმით, აუცილებლად დაასახელებენ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მაჟორიტარული და პარტიულის სიით. ინფო რუსთავის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მე-2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა პაპავა იქნება.

სხვა კანდიდატებზე პარტიაში კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები