ეპიდვითარება რუსთავში

2021-08-25 20:09:57

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 43 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 140 პირი შემოწმდა.

6 პირს ვირუსი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

33 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ  190 პირი გაიტესტა.