საერთო ოპოზიციური კანდიდატები რუსთავში

2021-08-25 13:53:56

რუსთავის მერობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მაჟორიტარობისა და ვიცე მერობის კანდიდატები დაასახელა.

რუსთავში, ვიცე მერობის კანდიდატები არიან ირაკლი კუკანია - (გირჩი მეტი თავისუფლება) და ინგა სიხარულიძე (ევროპული საქართველო)

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ნინო იმედაშვილი. ის ასევე იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ოლქში (ლელო)

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პირველ სამაჟორიტარო ოლქში ნანა შატბერაშვილის კანდიდატურა დააყენა. 

მე-3 ოლქი - ნიკა გაბათაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება)

მე-4 ოლქი- ამირან მიქაძე

მე-5 ოლქი ვახო ქებაძე -  "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე რუსთავში;

მე-6 ოლქი- ნათია მანჯგალაძე (ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე რუსთავში);

მე-7 ოლქი- თინა ლოცულაშვილი.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქალაქის პატრიოტები შესაბამისი განათლებოთ , შესაბამისი გამოცდილებით. ჩვენ ყველამ ერთად, ხართველმა ხალხმა უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გავიმარჯვოთ გაზრდილ ფასებზე, გავიმარჯვოთ უმუშევრობაზე. და ერთ შეკითხვას უნდა გავცეთ ამ რეფერენდუმზე პასუხი, ვიმსახურებთ თუ არ იმ ყოფაში ცხოვრებას რა ყოფაშიც ქართულმა ოცნებამ ჩაგვაგდო. ნამდვილად არ ვიმსახურებთ ამას "- განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ.

კანდიდატების წარდგენას რუსთავში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

"ერთობის შემთხვევაში შანსი არ აქვს "ოცნებას" აიღოს 40%-ზე მეტი და მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა" - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე. მისი თქმით, 2 ოქტომბერს ხელისუფლება ლეგიტიმაციის ტესტს ვერ ჩააბარებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას და ეს იქნება პრეცენდენტი, როდესაც რუსთავს ეყოლება კოალიციური თვითმმართველობა.

"ნამდვილი ოპოზიცია გაერთიანდა სანიმუშოდ ქალაქ რუსთავში. ოპოზიცია, რომელიც გაიმარჯვებს 2 ოქტომბერს, როგორც რეფერენდუმში, ასევე მოვა ადგილობრივ ხელისუფლებაში და ეს იქნება უკანასკნელ წლებში პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქალაქ რუსთავს ეყოლება კოალიციური მმართველობა",- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები